1-იანობა 2-ენტაცია 3-შობლო


უამრავი თანამოაზრეა აქ.

საუბრის გარეშეც ყველა ხვდება ერთმანეთის ფიქრებს.. ასაკი განუსაზღვრელია, ერთ ორგანიზმად იქცა ბრბო. სუნთქავს, გრგვინავს. ათასობით გული ერთ ტემპში ფეთქავს, ერთნაირად სწრაფდება პულსი. ერთნაირად მიეწოდება ადრენალინი სისხლს.

ყურში მოგუდული გუგუნი ისმის. სამყარო ვიწროვდება და.. მხოლოდ მე ვარ სამყარო ახლა მე -ხალხი ვარ!

სასტარტო პისტოლეტივით ისმის ჰაერში ხალხის მღვდლის შემოძახილი- ,,აბა წავედით!”

შედედებული ბრბო უცებ ირღვევა.. ფორმიანები- იმათ იცავენ.. ,,იმათ იცავთ ბიჯოო? შვილები არ გყავთ? ისეთები გინდათ იყვნენ?”

კორდონი ირღვევა -,,წესრიგივით’’

ადრენალინი მატულობს. ბრბოს დანაშაული დღეს დაუსჯელი დარჩება…

უნდა მოვკლა! ჩემი შვილისთვის უნდა მოვკლა..

დემოკრატია არ გკიდია თუ გაგვიიმათიანდება ერი?!

დაინახე როგორ მოსდის სისხლი.. გუგუნი ყურებში ნელდება..

გული ძლიერ შეკუმშვას აკეთებს ყრუდ, მძიმედ.. საფეთქლებში ცხელი სისხლი უკან იწევს და ის სირიელი მეამბოხე გახსენდება- ჯარისკაცს გულს რომ ჭრის. მკვდარი გულის გემო ახლა შენც იგრძენი.. მაგრამ ხალხი ხარ დღეს! შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s