არანორმალური სიყვარული


 

 

 

ქვა დამრეცი იყო კლდისგან მოშორებით იდგა უძრავად. სადამდეც ადამიანის ხელი მიწვდებოდა  წარწერებით  იყო მოხატული… უამრავი სახელი და თარიღი იყო მიწერილი.  ქვემოდან ავხედე ცერად, გავუღიმე – ამ ქვასაც ჩავყლაპავ-მეთქი – გავიფიქრე და ფოსო     მოვუსინჯე. ღრმა იყო და გამოდგებოდა საყრდენად.. ჩავეჭიდე, ახლა ფეხი შევდგი.. მარტივი ასასვლელი აღმოჩნდა.. ზემოდანაც არაფერი საინტერესო.. მალევე მომწყინდა და ჩამოვედი.

დიდი ხანი იქნება რაც ქვის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა. ბავშობაში დამაინტერესა და მომნუსხა კლდის ნაფლეთებმა. ასე ამაყად რომ მიყურებდნენ ზემოდან. მათზე ასვლის დაუსრულებელი წყურვილი მქონდა.

ყველა გამორჩეულია რაღაცით და მაშინვე ვინტერესდები რამდენად რთული ასასვლელი იქნება. სულ მიკვირდა როგორ ვერ ამჩნევენ ან არ აქცევენ ყურადღებას სხვები ასეთ სილამაზეს.

დასვენების დღეს ყოველთვის გავდივარ წინასწარ შეგულებულ ქვასთან. ნელ-ნელა შიშველი ხელებით მივიწევ ზემოთ და  როცა მის ზემოდან ავღმოჩნდები,  სიამაყით სავსე და მშვიდი ვბრუნდები სახლში..

თითქმის არც ერთ ქვაზე არ გამჭირვებია ასვლა. ერთი რთული შემთხვევის გარდა.

პირველად რამდენიმე წლის წინ დავინახე. იყო თავისთვის მიყუჟული კლდის განაპირას. მის გარდა უამრავი სხვადასხვა ზომის ქვა იყო გარშემო. მაგრამ მან მაშინვე მიიქცია ყურადღება. იდგა და შემომყურებდა საოცრად სევდიანი და ლამაზი.

მისი შემხედვარე ვხვდებოდი რომ ეს არა მხოლოდ გატაცება – უფრო ცხოვრების გამოწვევა  იყო.

-შენ ჩემი იქნები-მეთქი. ჩავუკარი თვალი და გამოვბრუნდი..

თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდა მივაკითხე და დავათვარიელე. პირველად, შორიდან რომ შევხედე პატარა და მარტივი მეჩვენა. სინამდვილეში ლამის კლდე აღმოჩნდა. მიუკარებელი და სალი.

დასაწყისში საყრდენიც არ გააჩნდა რომ სხეული როგორმე ცოტა ზემოთ ამეზიდა. ამიტომ ყველა კუთხიდან ვათვარიელებდი. უცნაურობა მაშინ შევამჩნიე როცა მზემ დააჭირა და ქვას შემოვუარე. ჩრდილის მხარეს მინდოდა დადგომა, მას კი ჩრდილი არ აღმოაჩნდა. თან არც ერთი  ხავსი არ ქონდა და ამან გამაოცა. მზის სხივებს ისე ირეკლავდა თვითონაც მზესავით ანათებდა გარშემო ყველაფერს.

იმ დღესაც არაფერი გამომივიდა .

მოუთმენლად  ველოდი შემდეგ დასვენებას რომ ისევ მენახა. სულ მასზე ვფიქრობდი ძალაუნებურად . თანდათან მივხვდი რომ, მისი დამარცხება ჩემ მდგომარეობას აჭარბებდა. თითქოს სხვადასხვა პოლუსზე ვიყავით, ძალიან შორს ერთმანეთისგან.

მოსამზადებელი დრო მივეცი თავს და პარალელურად ქვის ნახვის საშუალებას არ ვუშვებდი ხელიდან.  ვარჯიში რთული იყო და იმედგაცრუებაც გულს მიღრღნიდა. მუდმივად მჭირდებოდა ძალების მოსინჯვა და რამდენჯერმე მივადექი ისევ.  მოვავლე ხელი და ვცადე შემემაგრებინა ზედ სხეული. თავი ვერ დავიმორჩილე და ფრთამოტეხილი ჩიტივით დავეშვი დაბლა ისევ.

ის ამაყად იყურებოდა და არც აპირებდა რამის შეცვლას. მოწონდა თავისი მიუწვდომლობა.

რაღაც დროის მერე იმდენი შევძელი რომ 2 მეტრმდე ავედი. მაგრამ მეტზე გაგრძელების საშუალებას თვითონ აღარ მაძლევდა .

მზადებას ისევ განვაგრძობდი. გარშემო აღარავისთვის მეცალა.. თუ ვინმე მომიხელთებდა სასაუბროდ და მოსაკითხად, მასთანაც ჩემს ქვაზე ვსაუბრობდი. ყველა მირჩევდა თავიდან ამოიგდეო..ბოლოს გიჟად ჩამთვალეს და შემეშვნენ. მე კი ისევ ვფიქრობდი გამუდმებით. მაინტერესებდა აქამდე რატომ ვერ ვიპოვნე ან რატომ აღარ მიშვებდა მეტს.

ქვა  იმავე სევდიანი გამომეტყველებით იდგა და ვერც წარმოედგინა რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის..

მიუწვდომელი და იდუმალი გახდა. იდუმალი  კი მიმზიდველია და მისი მიზიდულობის გამო მის ახლო მახლო კარავიც კი მოვაწყე და ყველა თავისუფალ დღეს მის გვერდით ვატარებდი. როგორმე უფრო მეტი რომ შემეტყო მასზე..

ერთხელ  ისევ ჩვეულებრივ მივედი. მივესალმე, შემოვუარე გარშემო და სახტად დავრჩი. იმ 2 მეტრის ზემოთ სადამდეც აისვლებოდა… გლუვ და მოპრიალებულ ადგილებში ახლა შეუმჩნეველი ბზარები გასჩენოდა. თითქოს გამიგოო და საშუალება  მომცა მივწვდომოდი.

 

ახლა ერთად ვართ, ძალიან ახლოს. ვერც წარმომიდგენია ცხოვრება გავაგრძელო და ის არ იყოს ამ სამყაროში. მაგის მეტი  რა არისო ქვეყანაზე- მეუბნებიან ახლობლები. მე მწყინს. მერედა რა, რომ განსხვავებულია და სხვა ქვებს არაფრით გავს… მე ის ვიპოვე.

2 thoughts on “არანორმალური სიყვარული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s