მეგობარი


Image

უცნაური გრძნობა დაგეუფლება, მარტო თუ დარჩები ასწლოვანი ხეების გვერდით.. ხეებს მიწაში ღრმად აქვთ გადგმული ფესვი და ერთმანეთს მიკვრიან ტოტებით. ერთ მთლიანობას ქმნიან. ხელს თუ შეახებ, განსაკუთრებით გამოზამთრების შემდეგ განაზებულ ქერქზე, სისოცხლეს იგრძნობ. ისიც ცოცხალია და ჩურჩულებს სხვებთან.

თუ ხეები ძალიან მაღალია და დიდი ჩრდილი აქვთ, მათ ქვეშ იშვიათია მაღალი ბალახი. ან ფოთლებითაა მიწა მოფენილი, ან ისეა სამყურებით  შევსებული – ხასხასა ხავსი ხეებზე , მათი გაგრძელება გეგონება.

ყველაფერს თუ ღმად დააკვირდები, შეიძლება სუნთქვაც კი შეიკავო. უხერხულად და უაზროდ იგრძნო თავი ასეთ ჰარმონიაში.

* * *

   ნიჩაბი მიჭირავს და ბაღს ვუვლი გარშემო. შედარებით ცარიელ  და ნათელ ადგილს ვათვარიელებ. მიწა ნესტიანია. ნერგი ადვილად იხარებს…

ღრმად ვიღებ მიწას, თხრილში წყალს ვასხამ და ნერგს ვრგავ.

მეორე წლის გაზაფხულს გადავაწყდი ბაღში ჩემ დარგულ ნერგს, უკვე ნახარები იყო, მაგრამ ბებერ შინდს დაეჩაგრა ხშირი დაჩრდილული ფოთლებით.

მაკრატლით რამდენიმე ტოტი ავაჭერი შინდს და მოცარიელებული ადგილიდან მზემ შემომანათა.

სულ ის მყუდროება მახსენდება, ტყეში ასაკოვან ხეებთან რომ იყო. ისე მომინდა მეც დამერგო ხე…  ათამდე სხვადასხვა სახეობის ნერგი ვიშოვე და  ბაღს შევმატე.  მხოლოდ ამ მსხალმა იხარა. ვუყურებ სუსტ, პატარა ნერგს და ძნელია წარმოიდგინო, რომ გაიზრდება. ექნება ნაყოფი. მის ჩრდილში ალბათ ჩემი ბავშვები ითამაშებენ…            იმდენად შორია მომავალი, შეიძლება ნერგის დარგვის სურვილი არც გაგიჩნდეს. მე მაინც ვერ მოვესწებიო -იფიქრო.

ადამიანის ცხოვრება, ხანდახან ისე მიეწყობა, რომ საერთოდ არ გავს მის მიერ დაგეგმილ გზას. გვიან ხვდები რა გინდოდა სინამდვილეში და რა გამოვიდა. სწორედ ამ სინამდვილის დადგენაში გართულმა სოფლის ჰაერს მოწყურებულმა შევაღე ბაღის გვარიანად ჩაჟანგებული ჭიშკარი და ლამის პატარა ბავშვივით დავირბინე ის კუნჭულები, ბავშვობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი დატვირთვა რომ ჰქონდა. იქ ,,შტაბი’’ იყო, იქით თონე, ცოტა მოშორებით ფარდული…    მთელი ბავშვობა  ზაფხულის გრძელი არდადეგებივით გამახსენდა. მეღიმება როცა ნივთებს ვაკვირდები. ჩემი სამფლობელო, ჩემი სამყარო-უკიდეგანო რომ მეგონა…

შემოვიარე ბაღიც და ნერგი გამახსენდა. ნეტა ნაყოფიც თუ ექნება?!

ნერგი ვეღარ ვიპოვე, მის ადგილას უკვე ძლიერი ვარჯი და სქელი ფოთლები იყო.. დრომ უცებ გაიარა. ნერგი უკვე ხე გამხდარიყო. თანაც, ისეთი, ხელს რომ შეახებ და მიწის სუნთქვას იგრძნობ.

მე გავიზარდე, აღარც ნერგია ნაზი ფესვის ამონაყარი. ხეს მივეყრდენი. მეღიმება. ისეთი გრძნობაა, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ შეხვდები და ფრთხილად და გამომცდელი  კითხვებით არკვევ ისევ ისეთი არის თუ შეიცვალა.

გახსოვს ჩემო მეგობარო..? ის თუ გახსოვს,,, ჰაჰ… რა პატარები ვიყავით მაშინ ორივე,

მე გულიანად მეცინება, ისიც ფოთლების შრიალს მაყოლებს. არ უსაყვედურია არაფერი. არც მოუკითხაობის გამო, ვახსოვდი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s