ჩემი ჰორიზონტი



   მიყვარს მატარებლით შორ მანძილზე მგზავრობა. გრილ ფანჯარას მიბჯენილი შუბლი და ფანჯრის იქით, შორიახლო სოფლებში მოფუსფუსე ხალხის ყურება შვებას მგვრის.  სულ რამდენიმე წამით გაიელვებ მათ ცხოვრებაში. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა  მატარებელი. ჩემთვის- იშვიათი სიტუაციები, რომლებსაც გონება ჩასაფრებული ფოტოაპარატივით იბეჭდავს.

როცა ქალაქის ცხოვრებისგან  თავს გამოფიტულად ვგრძნობ, მაშინვე ვიღებ მატარებლის ბილეთს შორ მანძილზე და ვჯდები ფანჯარასთან. სადგურზე აყაყანებულ მგზავრებს და გარემოვაჭრეებს მატარებლის დაძვრისთანავე თითქოს სქელი ბურუსი შთანთქავს და ვრჩებით მხოლოდ მე და ჰორიზონტი.

ბილეთი

ეს საუბარი რომ იქნებოდა ჩვენ შორის, წინასწარ ვგრძნობდი. დგას ჩემს წინ სალომე და თვალებში მიყურებს.ცდილობს  დამიმტკიცოს, რომ არა მე- ჩვენი ურთიერთობა ასე არ დასრულდებოდა.  მეც ღიად ვუყურებ თვალებში და ვფიქრობ სადამდე აჯობებს ბილეთის აღება ამ შემთხვევისთვის. ბორჯომამდე-ვიღებ გადაწყვეტილებას და ინსტიქტურად ნაბიჯს ვდგამ.სალომეც ასევე ინსტიქტურად მეღობება და უფრო გაცხარებული მიმტკიცებს რაღაცას. კარგი!-ვეუბნები, მე ყველაფერში გეთანხმები. ის გაოგნებული მაყოლებს მზერას. მე ერთი სული მაქვს როდის მივალ სალარომდე. ლამის გავრბივარ.

უკვე გათბა შუშა და შუბლი სხვა ადგილას გადავანაცვლე.  გაგრილებულ გონებაზე ვხვდები რომ მომხდარი არაფერ შუაშია ჩემს წამოსვლასთან. იმასაც მივხვდი რომ უბრალოდ დიდი ხანია ჩემს შუბლს ასეთი სიამოვნება არ მიუღია.

გაჩერება

შორს ჰორიზონტზე ეკლესიის გუმბათს გავუსწორე თვალი, მომწონს ხედი რომ ნელნელა იცვლება მატარებლის სხვლასთან ერთად. ჯერ მარცხენა ნაწილი ჩანს, მერე ნელ-ნელა გუმბათი  ჩემს პირდაპირ შეშდება და შემდეგ ისევ ზანტად მარჯვენა ნაწილი უნდა გამოჩნდეს.   სწორედ ამ სურათის აღქმითაა ჩემი გონება დაკავებული და ვგრძნობ რომ თვალებში რაღაცამ მომანათა. ისეთმა მკვეთრმა, რომ უცებ მეც იმავე ბურუსში ჩავიძირე, სადაც დანარჩენები იყვნენ ცოტა ხნის წინ. წამით ვფიხლზდები და  ვხედავ ფანჯრის მიღმა, გაჩერებაზე გოგონა დგას. ცალ ხელში ფოტოაპარატი უჭირავს, მეორით კი აწეულ ცერს მიჩვენებს და მიღიმის კმაყოფილების ნიშნად. ცოტა ხანში გოგონა-სახელად ლილი, გვერდით მიზის და სიცილით მიხსნის თუ როგორ გაუმართლა და გააჩერა შესანიშნავი წამი -როგორ მაქვს მიდებული შუბლი ფანჯარაზე. მე ვერ ვხდები ამაში რა ნახა გასაოცარი და ბრაზი მერევა. მან მაჯობა და წამი გააჩერა. ლილი ხალისიანი ადამიანი აღმოჩნდა და მის გულღია და ამყოლ სიცილზე მეც მეღიმება. შემდეგ გაჩერებაზე ის ჩადი. მე ვეღარაფერს ვუხერხებ ჰორიზონტს. ხალხი ნელ-ნელა ჩნდება ბურუსიდან.

ფერთა თერაპია

ქალაქში გაღიზიანებული ვბრუნდები, იმის გამო, რომ ვხვდები აქ ბილეთი ვერც ბორჯომამდე და ვეღარც პარიზამდე ვერ მიშველის. სადღაც წამიკითხავს, სპარსეთში როგორ უხსნიდნენ ავადმყოფს სიშმაგის შეტევის დროს  მღელვარებას ლურჯ ოთახში მოთავსებით. ფერები… ფერები მჭირდება!-მიტრიალებს სიტყვები გონებაში. გაზეთებში ვიწყებ ძებნას, თუ სადმე რაიმე გამოფენაა ყველას მისამართს ვიწერ და სახლიდან გავდივარ…

მითი სპარსეთიდან?!

უკვე ერთი თვე გადის რაც სამხატვრო გამოფენებს აქტიურად ვადევნებ თვალს, ყველა გამოფენის ავტორს მოვაბეზრე თავი ფერთა თერაპიის შესახებ კითხვებით – თქვენ გშველით?

ერთი მხატვრის რჩევა გავითვალისწინე და ფოტოების გამოფენისკენ მივაშურებ. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ყველა ჟანრი. ბალისტიკურმა ჟანრმა დამაინტერესა.. გაშვებული რაკეტის კვამლი იმ ბურუსს მახსენებს ყველაფრისგან რომ მთიშავს და ასე რომ მენატრება .

სპარსული თეორიიდან გამომდინარე ლურჯ ფერს ვეძებ. აი ისიც, მოზრდილ ფოტოზე ლურჯი მატარებლის ვაგონი ჩანს, რომლის ფანჯარაზეც საკუთარი შუბლი ამოვიცანი.

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ნატვრისთვალი ან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიპოვე და ყველას სასწრაფოდ უნდა გავუზიარო სიხარული. დაყვირება მინდა რომ მივხვდე რეალობაში ვარ თუ ფერთა თერაპიამ ასე იმოქმედა.

ფოტოს კუთხეში მიწერილია წვრილად  სათაური- ,,გააჩერე წამი’’. ქურდივით ვზვერავ იქაურობას ფოტოს ვხსნი და ფასს ვიხდი.

–  სამწუხაროდ ავტორის ვინაობა უცნობია ბატონო. მპასუხობს გოგონა

***

როცა ქალაქის ერფეროვანი ცხოვრებისგან თავს გამოფიტულად ვგრძნობ, მაშინვე ვიღებ უჯრიდან ლილის ,,დაჭერილ წამს’’და დიდხანს ვუყურებ. თუ კარგად დააკვირდები გაარჩევ ფანჯარაში არეკლილ გოგონას სილუეტს. ამ დროს თითქოს ყურები მიგუბდება, დრო ჩერდება და ვხედავ, ლილის აპარატმომარჯვებულს, კმაყოფილი სახით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s