გაზაფხულზე ცვალებადი ამინდებია


კარზე გაუბედავი ყრუ კაკუნი განმეორდა…

გაყუჩდა ნაბიჯების ხმის მოლოდინში. როგორც ჩანს სახლში არ იყო…

თითქოს დაკისრებულ ვალდებულებას იხდისო, ყოველ დღე დგებოდა მის  კართან,  ყოველ დილას ახალდაბადებული გრძნობასავით უჩქარდებოდა პულსი, კიბეებს რომ ითვლიდა მის კარამდე სამი ორი ერთი და… ყოველ დღე თავიდან იჯერებდა რომ გააღებდნენ ამ თეთრ, პირდაღებულ კარს და ისევ ეცემოდა სასიამოვნო სუნი და საუცხოო სითბო..

გადაწყვიტა მოეცადა რამდენიმე დღე, ხალიჩის ქვეშ ასანთის კოლოფი შეაცურა.

სადარბაზოში შემომავალი სხივები დაგრძელებულიყო. გამოსვლისას მარტოობით გაწამებულს, როგორც დიდი ხნით ნაავადმყოფარ ან ციხიდან ახლად გამოსულს ისე ესიამოვნა რომ დადიოდა. მერე მიმოიხედა და სიცოცხლე შეჩერებული კადრივით აღარ იყო. გაიფიქრა – ცხოვრებამ თავისი რიტმი დაიბრუნა და კალაპოტში ჩადგაო.

ჯერ დილას ქუჩაში ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხის ყურებამ გაიტაცა, მერე საკუთარ თავის ანარეკლს დაუწყო ვიტრინაში თვალიერება.  ახლა გააცნობიერა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსული წვიმის შემდეგ, მთელი თბილისის ტალახი შეხმობოდა ფეხსაცმელზე, ზემოთ ამოაყოლა თვალი და შარვალზეც შეამჩნია წუნწუხის შხეფები. უფრო ზემოთ ლაზათიანად დაღეჭილი მოსაცმელი და მიმკვდარი ღია ფერის პერანგის გულისპირი შეამჩნია. მიხვდა ზომბივით რომ გაატარა დღეები და საკუთარ ანარეკლს დაეჯღანა.

გრილმა შხაპმა და სუფთა ტანსაცმელმა განსაკუთრებულად  იმოქმედა. საოცარი სიმშვიდე და სითბო ჩაეღვარა სხეულში. -ასეთი დღის გაცდენა არ ღირს. ჩქარა უნდა მოიფიქროს რამე.

გარაჟის კარი გადაუღებელი წვიმის გამო ჩაჟანგებულიყო და გაღებისას მეზობლების შეშფოთებული თავები გამოიფინნენ აივნებზე. ჩქარობდა, მანქანას საუკუნის მტვერი ედო და მარტოსული საცოდავად გამოიყურებოდა ობობების ტყვეობაში. იქვე ჯოხს წამოავლო ხელი და ქსელებისგან გაათავისუფლა.

–         ირმა წასულიაო. ამცნეს აივნიდან, ირმას დედას სარეცხის ჩამოხსნა არც შეუწყვეტია..ეზოში სხვების გასაგონად ხმას აუწია- დღეს საღამოს პრაღაში დაუკრავს ორკესტრთან ერთად.

მანქანის სავარძელზე ცერად დაგდებულ გიტარას გადახედა, საით წავიდეთ მეგობარო? მიგვესვლება ვინმესთან?-შეეკითხა ხმამაღლა. გაეღიმა. ხელი გადაუსვა გრიფზე დადებულ მტვერს, მოდი ერთ შესანიშნავ ადამიანს გავუაროთ. მერე ისევ მე და შენ მოგვიწევს სასმელში ჩახრჩობა თუ არაფერი გამოვიდა.

–         ნათია. მე ვარ! ჰო, ვიცი რომ დავიკარგე… არა არაფერი. ყველაფერი მშვენივრადაა. კი კი და მოდი 20 წუთში შენს კართან ვიქნები, ხო მანქანით. გავიაროთ ქალაქგარეთ და ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ძალიან კარგი… დროებით.

ამ მზიანი გაზაფხულის დღესავით მშვენიერი იყო ნათია. ჭიშკრის კარი პირთამდე რომ მოაღო, უკნიდან ყვავილების ბაღის ფონზე, გამოანათა. თვალებიც უბრწყინავდა, წყაროს წყალში მოლიცლიცე მზის სხივივით.

სავარძელზე გიტარას შეავლო თვალი და გაეღიმა.

–         ოჰ.. საით ?

–          წავიდეთ აქედან და გზაში მოვიფიქროთ. რაც მთავარია, ამინდი ხელს გვიწყობს.

მანქანამ ბოლნისისკენ აიღო გეზი, შემდეგ რაიონის დასავლეთით,  ჯავახეთის  ზეგნისკენ გაემართა.

მიდამო იყო სიმშვიდით სავსე. ცხოვრების ბოლოს რომ ინატრებ წყნარად დალიო სული-სწორედ ასეთი. ამ სურათის შემყურე, ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდა ადამიანს, თითქოს იურული დროის ადგილას, საიდანღაც ეს მანქანა და 2 ადამიანი ამოხტაო.

აქედან  მბზინვარე ზოლივით მოჩანდა ბოლნისისწყლის კალაპოტი და ბოლნისის სიონის ნაწილი.

მომაჯადოვებელმა გარემომ და გრძნობით სიმღერამ გოგოზე იმოქმედა, თავი მიეყრდნო მის მხარზე და ჭიკჭიკებდა.

–         მე მომწონს შენი მოსმენა, სასიამოვნოდ მღერი. საინტერესოა შენ გვერდით ყოფნა. ოღონდ, ცოტა უცნაური ხარ… არასდროს არ საუბრობ საკუთარ თავზე და მაინც ისეთი გრძნობა მაქვს რომ გიცნობ და შენზე ყველაფერი ვიცი.

–         ჰო, შეიძლება ასეთი ვჩანვარ შენთვის. მაგრამ ახლა, ამ წამს არაფრის თქმა არ მინდა, მყოფნის ეს კოცონი და შენი სითბო.

–         მაშინ მეც გავჩუმდები. ჩაიჩურჩულა ნათიამ და უფრო ახლოს მიეკრო.

ძალის მოზღვავება იგრძნო დილას. გონება თავისუფლად იკრებდა აზრებს, აღარ ჩერდებოდა ფიქრის დროს, რომელიმე სიტყვის დავიწყების გამო. ბავშვობაში დაშვებული შეცდომების სინანულივით გამქრალიყო სევდა. აღარც იყო მისი ადგილი სხეულში. გუშინდელმა დღემ მიახვედრა რომ ცხოვრება, მასთან ერთად ხელახლა იბადება ყოველ დღე. აჩრდილების დევნაში დროს კარგავს ადამიანი, დროს კი, როგორც აჩრდილებს ვერასოდეს დაიჭერო- გაიფიქრა…

ქარიანი ამინდი  იყო და მიხას, უკვე მოხუცებულ, გამოცდილ მეთევზეს ბადის გადაგდება უჭირდა, თუმცა იცოდა მღვრიე წყალს ბარაქიანი მოსავალი ჰქონდა და იმედი ჰქონდა სიმძიმეს იგრძნობდა მოქაჩვისას. მესამე ცდაზე გადაწყვიტა მორევისკენ ესროლა ბადე, გაიფიქრა დატრიალებულ წყალში დაბლა აუცილებლად იქნებაო ფარა. მისი გულის ძგერა თითქოს თავადვე გაიგონა თოკი რომ დამძიმდა.

გამოცდილი იყო თევზაობაში მიხა და მრავლადაც ჰქონდა შემთხვევები. მაგრამ ახლა სხვანაირად შეერყა სული. ტკივილი იგრძნო და გულიც, წამის წინ რომ გასკდომას ცდილობდა ადგილზე გაქვავებულიყო და დამნაშავესავით ფეთქავდა თითქოს.

ბადეში გახლართულ მუჭში რაღაც შენიშნა და ინსტიქტურად გაუხსნა თითები. უბრალო ასანთის კოლოფი აღმოჩნდა.

მეტი აღარ უთევზავია მას შემდეგ მიხას…

Image

One thought on “გაზაფხულზე ცვალებადი ამინდებია

  1. martlac sainteresoooooni arian sheni personajebi gazafxulzeee :))))) momewonaaa ”mixas” cvalebadiii amindebiiii❤❤❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s